15:21 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-17 11:20:17, 755 ნახვა

საზოგადოება
გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, გმირი კურსანტების N14-16-18 კორპუსების მოსახლეობას შეხვდა, სკვერის პროექტი გააცნო და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობა თავის მხრივ, პროექტის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, სკვერის მოვლა-პატრონობაში ჩაერთვება.

ამჟამად, აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი რაიოდენობით სამშენებლო ნარჩენები ყრია, რასაც გაიტანენ და დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

მსგავსი მემორანდუმების მიზანი, გამგეობის მიერ დაგეგმილ პროექტებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა. მემორანდუმი ასევე, ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, ვანდალიზმის ფაქტების შემცირებასა და ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის მხრიდან რეკრეაციული სივრცეების მოვლა-პატრონობაში ჩართულოა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics