|
2022-04-15 17:26:30, 617 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში ორი საბავშვო ბაღი შენდება
ისნის რაიონს ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. ავლაბარში, საინგილოს ქუჩაზე 8-ჯგუფიანი ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულებულია, მოწყობილია შიდა და გარე ინფრასტრუქტურა. საბავშვო ბაღი 250 აღსაზრდელზეა გათვლილი და ის ფუნქციონირებას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს. დასრულებული მშენებლობა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელ ნიკა ელისაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა. „ყველა ახალი საბავშვო ბაღი, რომელსაც ვაშენებთ, თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია - შენობები იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის, ბაღები აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, შშმ პირთა და ტექნიკური ლიფტებით. თითოეულ ბაღში ვქმნით ყველა პირობას, რომ სკოლამდელი განათლების სერვისები მოქალაქეებს მიეწოდოთ კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. კიდევ ერთი ბაღი შენდება ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე, სადაც ცხრა სააღმზრდელო ჯგუფი განთავსდება და 60-მდე ადამიანი დასაქმდება. აღნიშნულ უბანში დასახლება დღითიდღე ფართოვდება და მოთხოვნა სკოლამდელი განათლების სერვისებზეც მუდმივად მზარდია. კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, კურაპალატის ქუჩაზე ახალი ბაღის ექსპლუატაციაში მიღება 2023 წელს იგეგმება.
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)