|
2022-04-15 17:21:21, 955 ნახვა
საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელთან, კაორი იშიკავასთან შეხვედრა გამართა. "გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პროკურატურის და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გენერალური პროკურორის მოადგილემ, საქართველოს პროკურატურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მრავალწლიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ნათია მერებაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს პროკურატურასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის კოორდინირებულ საქმიანობას და მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
კაორი იშიკავამ მადლობა გადაუხადა პროკურატურას კვალიფიციური, ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობისათვის. ასევე მოისმინა პროკურატურის საჭიროებები გენდერული ორგანიზაციული პოლიტიკის გაუმჯობესების, სპეციალიზებული პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლების, სისხლის სამართლის პოლიტიკის შეფასების კვლევების და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს პროკურატურა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას, როგორც ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის, ისე დისკრიმინაციის კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევაზე. ასევე, ხაზი გაესვა დაზარალებულზე ორიენტირებული მიდგომების პრაქტიკაში დანერგვის აუცილებლობას. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2014 წლიდან დღემდე, პროკურატურაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა: დაინერგა ქალთა მიმართ გენდერულ და ოჯახურ დანაშაულებსა და სქესობრივ დანაშაულებზე პროკურორთა სპეციალიზაცია, შემუშავდა სახელმძღვანელო მითითებები, უწყებების კოორდინაციის მიზნით ჩატარდა მულტისექტორული შეხვედრები, ერთგვაროვანი პრაქტიკის მიზნით ჩატარდა მოსამართლეების და პროკურორების სამუშაო შეხვედრები. ასევე, 2014 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება ოჯახურ დანაშაულებზე კონფერენცია, სადაც საერთაშორისო და ეროვნულ პარტნიორებთან ერთად, პროკურატურა ორგანიზებას უწევს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიას და მსჯელობას გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი აქტივობების განხორციელების თაობაზე." - ნათქვამია ინფორმაციაში.
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)