09:48 - 10 May, 2026
|
2022-04-15 16:58:43, 1033 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - კრემლში ეჭვი არ ეპარებათ, რომ უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ ყველა დავალება შესრულდება
კრემლში ეჭვი არ ეპარებათ, რომ უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ ყველა დავალება შესრულდება. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. "მთავარია ამ "ნაციონალისტური ბატალიონებისგან" გათავისუფლებაა, ოპერაცია გრძელდება და ის ამოცანები რაც დასახულია ეჭვგარეშე უნდა შესრულდეს და შესრულდება", - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. 51-ე დღეა, რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)