13:01 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 13:50:33, 1409 ნახვა

სამართალი
ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბზის მოჭრაზე კონტროლი გაამკაცრა.

კონტროლის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამეგრელოსა და იმერეთში, ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ლებარდეს ხეობის ტერიტორიაზე, მოქალაქე კოლხური ბზის სახეობის 7 ერთეული ფესვიანი ხე-მცენარისა და 580 ერთეული ტოტის ტრანსპორტირებას ახდენდა. ავტომანქანის ძარაზე სამართალდამრღვევს ასევე განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 4 ერთეული ხე-მცენარე და 0,3 კუბური მეტრი მოცულობის თხმელის (მურყანი) სახეობის საშეშე მერქანი. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის სახეობის 700 ერთეული ტოტი და მათი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.  

ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი  1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics