|
2022-04-15 10:40:42, 810 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი - იუნესკო-ს მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება იყო
იუნესკო-ს მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება იყო და ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მათი ნდობა საუკეთესოდ გავამართლეთ და გავართვით თავი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ იუნესკო-ს პროექტის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა. კახა კალაძემ პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა როგორც იუნესკო-ს წარმომადგენლებს, ასევე თბილისში მის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ იყო მარტივი. მით უმეტეს, როდესაც ამ პროექტის განხორციელება პანდემიის პირობებში მოგვიწია. ილია ელოშვილს მინდა პირადად მადლობა გადავუხადო და თითოეულ ჩვენს თანამშრომელს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ პროექტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ აქტივობები შედეგზე ორიენტირებული იყო. „ოცი წლის წინ, იუნესკო-მ სწორად გათვალა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მცხოვრებ 21-ე საუკუნის ადამიანს, აუცილებლად დასჭირდებოდა წიგნის სიკეთის შეხსენება. შედეგად, უკვე ოცი წელიწადია, რაც მსოფლიოს ქალაქები წიგნის დედაქალაქის პროექტს მასპინძლობენ და თუ წიგნიერების განვითარების მიმართულებით, იქაურ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ პროექტი შედგა, პროექტმა იმუშავა და პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იუნესკო-მ არჩევანი თბილისზე შეაჩერა, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტი მსოფლიოს უდიდესი ქალაქების განაცხადებს შორის გამოარჩია, ნათელი გახდა, რომ წინ თავდაუზოგავი შრომა გველოდა. ამისთვის მზად აღმოვჩნდით და ერთი წლის შემდეგ, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, გავაკეთეთ მაქსიმუმი არა მხოლოდ წიგნთან დაკავშირებული ყველა რგოლისთვის, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოებისთვის, ბავშვებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. პროექტის დაგეგმვის, მზადებისა და განხორციელების ყველა ეტაპს ყურადღებით ვაკვირდებოდით მე და ჩემი თანაგუნდელები და მიხარია, რომ თავისთვის საინტერესო აქტივობა, ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანმა აღმოაჩინა. ეს იყო არა მხოლოდ უდიდესი დღესასწაული ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, არამედ პროფესიული თვალსაზრისით განვითარდა ქართული საგამომცემლო საქმე, ხოლო ჩვენი მწერლებისთვის მსოფლიოს მკითხველისკენ მიმავალი კარი უფრო ფართოდ გაიხსნა. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი შედეგიანი იყო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა. ქართული კლასიკური თუ თანამედროვე მწერლობა, მთელმა მსოფლიომ გაიცნო, ქართველმა გამომცემლებმა საქმიანი ურთიერთობები გააფართოვეს, ავტორებისთვის მეტი ასპარეზი გაიხსნა. ამ უმნიშვნელოვანესი წარმატების შემდეგ, ერთგვარ ვალდებულებას ვგრძნობდით, რომ სფეროს განვითარებისთვის მეტი უნდა გაგვეკეთებინა და მეტი ადამიანი დაგვებრუნებინა წიგნთან, რადგან ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებისა და ქვეყნის მომავალი მხოლოდ განათლებულ და წიგნიერ ადამიანებზე დგას. იუნესკო-ს მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება იყო და ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მათი ნდობა საუკეთესოდ გავამართლეთ და გავართვით თავი. რაც მთავარია, გავამართლეთ ადამიანების ნდობა და ერთი წლის შემდეგ, გაცილებით პროგრესულ და განათლებულ, განვითარებულ და მომავალზე ორიენტირებულ საზოგადოებაში ვიცხოვრებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ღონისძიებას ესწრებოდა იუნესკო-სა და წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრის მონაწილე ოცამდე ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, დედაქალაქების მერები, მერების მოადგილეები და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სტუმართა შორის, ასევე, იყვნენ დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოში მოქმედი საერთაშორის ორგანიზაციების წარმომადგენლები, მწერლები, გამომცემლები, მთარგმნელები და ლიტერატურული სფეროს სხვა წარმომადგენლები. თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილს გახდა. სტატუსის მოპოვების შემდეგ განხორციელდა ასამდე ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მწერლებისა და მთარგმნელების ხელშეწყობა, საგამომცემლო საქმის სტიმულირება, საერთაშორისო კავშირების გაღრმავება, ბავშვებისა და მოზარდების წიგნით დაინტერესება, წიგნის ხელმისაწვდომობა, წიგნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაკავშირება. მიმდინარე წლის 23 აპრილს, თბილისი იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წოდებას მექსიკის ქალაქ გვადალახარას გადასცემს. 2023 წელს კი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი, განას დედაქალაქი, აკრა იქნება.
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)