|
2022-04-13 21:08:55, 981 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - სანამ ომის პარტია და მათი პარტიული ტელევიზიები დაკავებული იყვნენ იმით, რომ პაპუაშვილი გაეშავებინათ, ის დაკავებული იყო სტეფანჩუკთან მუდმივი კომუნიკაციით
სანამ ომის პარტია და მათი პარტიული ტელევიზიები დაკავებული იყვნენ იმით, რომ შალვა პაპუაშვილი გაეშავებინათ, აღმოჩნდა, თურმე, პაპუაშვილი დაკავებული იყო სტეფანჩუკთან მუდმივი კომუნიკაციით. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის განცხადებით, რადას თავმჯდომარის პოზიცია მისასალმებელია. „სანამ ომის პარტია და მათი პარტიული ტელევიზიები დაკავებული იყვნენ იმით, რომ შალვა პაპუაშვილი გაეშავებინათ, აღმოჩნდა, თურმე, პაპუაშვილი დაკავებული იყო სტეფანჩუკთან მუდმივი კომუნიკაციით, მასთან ონლაინშეხვედრით. მეგობარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მესიჯები მოვისმინეთ და ეს შემთხვევითი არ არის. ვამბობდით, რომ პოზიციების ცვლილება იქნებოდა საიმისოდ, რომ ნაბიჯები გადაგვედგა. მისასალმებელია რადას თავმჯდომარის პოზიცია, რაც გაახმოვანა შალვა პაპუაშვილთან და ინტერვიუს დროს. ხელ-ფეხი გაგვეხსნა, ყოველგვარი დათქმების გარეშე ჩავიდეთ და ჩვენი გულწრფელი ემოცია დავაფიქსიროთ“, - განაცხადა მდინარაძემ. ამასთან, მდინარაძე იმედოვენებს, რომ ოპოზიცია შეთანხმდება და ოპტიმალური შემადგენლობით დელეგაციაში ჩაერთვება. „ეს საკითხი ღიაა და სივრცე არის დარჩენილი, რათა გადაწყვეტილება მიიღოს ოპოზიციამ, შეძლონ, რომ სამი ადამიანი, რომელიც თავმჯდომარესთან ერთად იქნება დელეგაციის წევრი, წავიდეს უმრავლესობის წევრებთან ერთად და ამით დააფიქსირონ თავისი სოლიდარობა, აჩვენონ, ეს არ არის პიარი და რეალურად სურთ, სოლიდარობის გამოხატვა. ვიმედოვნებთ, ოპოზიცია შეძლებს შეთანხმებას ერთმანეთში, რომ კარგი იქნება თუ სამი ადამიანი ოპოზიციიდან ჩაერთვება ამ დელეგაციაში, ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა. მაშინ, რატომ არა ოთხი, ორი, ან ერთი? – ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა. წასვლა უნდა ყველას. შეიძლება, ადამიანი ვერ მოძებნოთ, ვისაც უკრაინაში სოლიდარობის გამოსახატად წასვლა არ უნდოდეს. ვიხელმძღვანელეთ კრიტერიუმით – ავარჩიეთ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი – არჩილ თაკალვაძე, წარმოშობით უკრაინელი დავით სერგეენკო და დიასპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ისედაც მჭიდროდ არის ჩართული ყოველდღიურად დიასპორის წარმომადგენლების მოკითხვაში, უკრაინის თემებში და ამის იქით გავჩერდით, თორე, წასვლა ყველას გვინდოდა“, - განაცხადა მდინარაძემ.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)