10:33 - 10 May, 2026
|
2022-04-13 10:10:49, 1364 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - 30-მა ქვეყანამ რეზერვებიდან 60 მლნ ბარელი ნავთობი გამოყო, რათა რუსეთის მიერ გამოწვეული ფასის ზრდა შემცირდეს
30-ზე მეტი ქვეყანა დათანხმდა დამატებით 60 მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფას, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ნავთობზე რუსეთის მიერ გამოწვეულ ფასის ზრდას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ტვიტერზე“ დაწერა. ამასთან, ბაიდენი უფლებას აძლევს დღეში 1 მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფას სტრატეგიული რეზერვიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში. „პუტინის უკრაინაში შეჭრამ მთელს მსოფლიოში გაზარდა გაზისა და სურსათის ფასები. მარტის თვეში ფასის 70-პროცენტიანი ზრდა პუტინის მიერ ფასების გაძვირებამ გამოიწვია. ყველაფერს ვაკეთებ, იმისთვის, რომ ფასის ზრდა შემცირდეს“, - წერს ჯო ბაიდენი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)