|
2022-04-11 13:07:59, 2198 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველი Data Challenge-ი იწყება
„საქართველოს ბანკი“ ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით სიახლეების დანერგვას და ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქართველოში პირველად, ბანკი მონაცემთა მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ პროექტს - Data Challenge-ების სერიას იწყებს. Data Challenge-ის თითოეული შეჯიბრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ მარტო, ან გუნდთან ერთად ჩაერთონ კონკურსში, 4 კვირის მანძილზე იმუშაონ დავალებებზე, გამარჯვების შემთხვევაში კი მოიგონ თანხა 50 000 ლარის მოცულობის საპრიზო ფონდიდან. გარდა ამისა, მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ „საქართველოს ბანკში“. პროექტის მონაწილეები პროფესიონალი მონაცემთა მეცნიერების მიერ შეფასდებიან, ხოლო მენტორობას მათ „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლები გაუწევენ. დეტალური ინფორმაცია ჩელენჯისა და კონკრეტული თემების შესახებ 12 აპრილს, Data Challenge-ის წარმდგენი Live ღონისძიების ფარგლებში, Facebook-ზე გაჟღერდება: https://bit.ly/3DrD4lG კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც სწავლობს ან დასაქმებულია კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის ან ეკონომიკის სფეროში. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით საქართველოში პირველი Data Challenge-ის სერია იწყება. კონკურსი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, გაიცნონ მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება და, რაც მთავარია, მონაცემთა მეცნიერებების მიმართულებით, აღმოაჩინონ მათთვის აქამდე უცნობი შესაძლებლობები. გვჯერა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ახალი ტალანტების აღმოჩენას და მონაცემთა მეცნიერების განვითარებას“, - აცხადებს ვახტანგ ბობოხიძე, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ინფორმაციული ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიტიკისა და ციფრული არხების მიმართულებით.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)