00:33 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 16:32:58, 2117 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ მმართველი გუნდის წევრებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) პროექტის მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი, რომლის დირექტორია მაილო სტევანოვიჩი, ხუთწლიანია და მიზნად ისახავს კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნას, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის ხელშეწყობით ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე აღნიშნული პროექტით გათვალიწინებული პროგრამების მიმდინარეობაზე, რომელიც მოიცავს საგადასახადო და საბაჟო  სფეროებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics