11:25 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 14:47:11, 2181 ნახვა

მსოფლიო
იაპონიამ 8 რუსი დიპლომატი გააძევა

იაპონიამ 8 რუსი დიპლომატი გააძევა. ქვეყანამ განმარტა, რომ გადაწყვეტილება  რუსეთის  ქმედების საპასუხოდ, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის გამო მიიღო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მიხაილ გალუზინის განცხადებით, იაპონიის მიერ გაძევებულ დიპლომატებს შორის რუსეთის ელჩი არ არის.

ამასთან, პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, სავარაუდოდ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ,  მანამდე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ იაპონია გეგმავს ეტაპობრივად შეამციროს რუსული ნახშირის იმპორტი, ხოლო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ფონზე ალტერნატიული მიმწოდებლების ძიებაშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics