22:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 15:32:07, 1824 ნახვა

ომი უკრაინაში
ავსტრალია უკრაინას Bushmaster-ის ჯავშანმანქანებს გადასცემს

პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ავსტრალია უკრაინას ჯავშანტექნიკას, Bushmaster-ის მანქანებს გაუგზავნის. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიელ კანონმდებლებს სიტყვით მიმართა და დახმარება სთხოვა. 

„თქვენ გაქვთ ძალიან კარგი შეიარაღებული პერსონალის მანქანები, ბუშმასტერები, რომლებსაც შეუძლიათ არსებითად დაეხმარონ უკრაინას", - მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

ამავდროულად, მორისონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს დახმარება უახლოეს დღეებში განხორციელდება, თუმცა კონკრეტული თარიღი და რაოდენობა არ დაუსახელებია .

„ ჩვენ არ ვაგზავნით მხოლოდ ჩვენს ლოცვებს, ჩვენ ვაგზავნით ჩვენს იარაღს, საბრძოლო მასალას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენს ჯავშანს,  ჩვენს ბუშმასტერებსაც“, - თქვა მორისონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics