12:21 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 15:02:16, 974 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა უნგრეთს რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყანას არ სურს რუსეთის სისასტიკის აღიარება

უკრაინის მთავრობა უნგრეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყანა ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელებაში. 

ამავდროულად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ტვიტერზე წერს, რომ უნგრეთს „არ სურს აღიაროს რუსეთის პასუხისმგებლობა სისასტიკეში“, ასევე ახალისებს მათ ახალი დანაშაულებების ჩადენაში.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ურბანი დიდი ხანია რუსთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა, ამავდროულად, უნგრეთი არის ნატო-ს წევრი ქვეყანა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მიმდინარე კვირაში გამართულ არჩევნებზე მოსახლეობამ ვიქტორ ურბანს მხარდაჭერა ხელახლა გამოუცხადა. 

ცნობისთვის, უნგრეთი ეწინააღმდეგება მსოფლიოს მიერ რუსეთისთვის უკვე დაწესებულ სანქციებს და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს. ამასთანავე, ურბანმა პუტინს განუცხადა, რომ უნგრეთი მზად იქნება რუსეთის მოთხოვნა შეასრულოს და გაზის იმპორტის საფასური რუბლში გადაუხადოს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics