02:54 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 11:03:48, 668 ნახვა

პოლიტიკა
შემოსავლების სამსახური - ყველა სანქცირებული პროდუქტი ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ. 

"რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ კადრებს - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებისთვის განმარტავს, რომ გასული 1 კვირის მანძილზე, სგპ "ყაზბეგის" გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად (რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით) შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის კუთვნილი 19 ერთეული "KAMAZ"-ის მარკის სატვირთო (არასამხედრო) ავტომობილი.

საქართველოსა და საერთაშორისო საბაჟო წესების სრული დაცვით, სატვირთო ავტომობილები გატარდა რეგისტრაციაში და გაშვებულ იქნა დანიშნულების ქვეყნის მიმართულებით. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი მასალის გავრცელებისგან და ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის სამსახურებთან." - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics