14:16 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 14:55:33, 1041 ნახვა

მსოფლიო
დმიტრო კულება - ველოდებით მტკიცებულებებს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს

ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს,  რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რითიც უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას გამოეხმაურა. 

„ჩვენ რომ არ მოგვეხდინა გავლენა საქართველოზე, სხვა ქვეყნებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსები ცდილობენ სანქციების გვერდის ავლას, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და რუსეთის მიმართ სანქციების გავლენა მინიმალური იქნებოდა.ეს ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან. თუ ჩვენ არ შეგვიძლია გავლენის მოხდენა ქვეყანაზე, ვპოულობთ ქვეყანას, რომელსაც ეს შეუძლია და ისე ვმუშაობთ, რომ არ დაეხმარონ რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლით.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებსა და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ, რა მოვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება", - განაცხადა დმიტრო კულებამ.

შეგახსენებთ, რომ  უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სანქციების გამო, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომელიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics