01:13 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 13:05:35, 1059 ნახვა

საზოგადოება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების სამუშაოების ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნინოშვილში, დედაბერა-ნიგვზიანის დამშრობი მასივის  საექსპლუატაციო ღონისძიებებს ახორციელებს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 4 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხები იწმინდება. 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს. 

დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებში  დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics