12:21 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 15:15:36, 717 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის თავდაცვა - რუს სამხედროებს, რომლებმაც ბუჩაში ადამიანები დახოცეს, უკრაინაში სპეციალური მისიით აბრუნებენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსი სამხედროები, რომლებმაც ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს, უკრაინაში კვლავ ბრუნდებიან.

უწყების ცნობით, ისინი "ცხელ" წერტილში, სავარაუდოდ ხარკოვში  "სპეციალური დავალებით" დაბრუნდებიან. 

"რუსეთის ფედერაციის 35-ე სამხედრო არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადა, რომლის სამხედროებმა ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები და წამება ჩაიდინეს, უკრაინის ტერიტორიაზე ბრუნდებიან.

4 აპრილის მდგომარეობით, ბრიგადა უკრაინიდან ბელარუსში, ქალაქ მოზირთან გადაიყვანეს. 6 აპრილამდე პერსონალს სარკინიგზო ტრანსპორტით რუსეთში, ბელგოროდში გადაიყვანენ, მხოლოდ ორდღიანი დასვენების შემდეგ, ისინი გეგმავენ უკრაინაში დაბრუნებას ერთ-ერთ "ცხელ" წერტილში(სავარაუდოდ- ხარკოვის მიმართულებით). როგორც წესი, რუსული ქვედანაყოფები, რომლებიც ტოვებენ საბრძოლო ზონას, გაცილებით მეტ დროს იღებენ დასვენებისთვის, ასეთი განრიგი კი მიუთითებს იმაზე, რომ 64-ე ბრიგადას "სპეციალური დავალებები" აქვს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics