06:28 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 13:25:41, 441 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე მოხსენებით წარდგა

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ 2022 წლის 4-5 აპრილს ორგანიზებულ მერების ფორუმზე, თბილისის სატრანსპორტო რეფორმის შესახებ მოხსენება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მერის მოადგილე მოხსენებით მდგრადი ურბანული ტრანსპორტის, საზიარო მობილობისა და უსაფრთხო გზების სესიაზე წარდგა. როგორც ანდრია ბასილაიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში თვისობრივად ახალი, მდგრადი დაგეგმვის მეთოდები დაინერგა.

„სატრანსპორტო პოლიტიკის დანერგვამ გამოიწვია ტრადიციულიდან ახალ, მდგრადი დაგეგმვის მეთოდებზე გადასვლა და სტრუქტურული ცვლილებები ქუჩების დიზაინსა და თბილისში ჩამოყალიბებულ სატრანსპორტო სისტემებში, რაც, თავის მხრივ, ქალაქის მმართველობისგან ახალ მიდგომებს, ხოლო მოქალაქეების მხრიდან შესაბამისი სიახლეების მიმღებლობის პროცესს გულისხმობს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მერების ფორუმზე მიწვეულმა მონაწილეებმა ქალაქების მმართველობის პოლიტიკის საკითხებზე მნიშვნელოვანი გამოცდილება გააზიარეს. ჟენევაში მიმდინარე ღონისძიებაში მსოფლიოს 50-მდე ქალაქის მერი მონაწილეობდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics