|
2022-04-05 10:35:38, 638 ნახვა
მსოფლიო
პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი უკრაინაში ომის დასრულების ახალ, სავარაუდო თარიღებს ასახელებს
„აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისი“ - პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ომის დასრულების ახალი თარიღების ასახელებს. - ამის შესახებ მან ეროვნული მარათონის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსი სამხედროები კიევთან ახლოს პოზიციებზე დაბრუნდნენ. „აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში, რუსი ოკუპანტები წინსვლას ვერ შეძლებენ, ისინი ჩვენს ტერიტორიაზეც რომ დარჩნენ, როგორც კი მწვანე ბალახი გამოჩნდება, ფეხზე დგომით დავამარცხებთ. სამხედროები, ადგილობრივებთან ერთად, დაანახებენ მათ თუ როგორ უნდა დახვდნენ მტერს, რომელსაც სძულხართ“, - განაცხადა მან. არესტოვიჩმა დაადასტურა, რომ უკრაინული სამხედროები აღმოსავლეთიდან შეტევას ელოდებიან. „ხარკოვს ვერ წაგვართმევენ, ეს ტაქტიკურად შეუძლებელია. არ ვიცით როდის დაიწყებენ შეტევას, მაგრამ უკვე სამჯერ გადადეს “, - შეაჯამა არესტოვიჩმა. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, მაშინ, მისი თქმით, ახლა იქ სიმშვიდეა. „მარიუპოლში გარკვეულწილად სიმშვიდეა, მაგრამ ეს ის კი არ არის, რომ მათ სროლა შეწყვიტეს, ეს ნიშნავს, რომ მტერი გამოფიტულია. ჩვენმა სამხედროებმა ისინი ამოწურეს და მათ ძალების შესავსებად პაუზა სჭირდებათ, რათა კვლავ შეუტიონ ჩვენს პოზიციებს. “, - განაცხადა OP-ის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)