2022-04-04 15:46:16, 767 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის II მიკრორაიონის N1 კორპუსში წყალარინების შიდა და გარე ქსელი იცვლება
გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება.
წითელ ხაზებში არსებული წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია მუხიანის II მიკრორაიონის N1 კორპუსის ცხრავე სადარბაზოში მიმდინარეობს. აღნიშნულისთვის 110 813 ლარი დაიხარჯება.
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),