2022-04-04 15:12:16, 1147 ნახვა
სამართალი
5 ივლისის საქმეზე ბრალდებულებს 1 წელი და 3 თვე მიუსაჯეს
5 ივლისის საქმზე ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ ყველა ბრალდებულს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 1 წელი და 3 თვე მიუსაჯეს, რასაც საპატიმროში გატარებული პერიოდი გამოაკლდება.
სასამართლომ დამნაშავედ ცნო:
გიორგი ნასყიდაშვილი - 1 წელი და 3 თვე;
გიორგი კახიანი - 1 წელი და 3 თვე;
რომეო კეკუტია - 1 წელი და 3 თვე;
უშანგი დათუნაშვილი - 1 წელი და 3 თვე;
ზაზა მჭედლიძე - 1 წელი და 3 თვე;
თემურ ხარაული - ერთი წელი და ერთი თვე;
ილია ქებაძე - ერთი წლით და 6 თვე;
უშანგი დათუნაშვილი - 5000 ლარიანი გირაო;
ავტორი: ექსპრესნიუსი,