04:06 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 19:17:10, 948 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი რუს დედებს - ნახეთ, რა ნაბიჭვრები გაზარდეთ, მკვლელები, მარადიორები, ჯალათები

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თავის ოფიციალურ Telegram არხზე მიმართა რუსი სამხედროების დედებს და დაურთო ფოტოები ბუჩასა და კიევის რეგიონის სხვა განთავისუფლებულ ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვისა და მკვლელობის შედეგების შესახებ.

"რუს სამხედროების დედებს ვურჩევ, უყურონ. ნახეთ, რა ნაბიჭვრები გაზარდეთ. მკვლელები, მარადიორები, ჯალათები", - წერს ზელენსკი რუსულად.

უკრაინულად მან თავის პოსტში დაწერა:

"ბუქარესტი, ნატოს სამიტის დეკლარაცია. 3 აპრილი, 14 წლის წინ. იყო ამის თავიდან აცილების შანსი. გააკეთე ისე, რომ რუსეთი არ მოვიდეს. ბუჩა, კიევის რეგიონი. ახლა. რუსეთი მოვიდა."-აღნიშნა პრეზიდენტმა.

1 აპრილს ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. უკან დახევისას რუსებმა დანაღმეს სამოქალაქო ნაგებობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და დასახლებული პუნქტები.
გათავისუფლებულ ქალაქში უკრაინელმა სამხედროებმა დაიწყეს ტერიტორიის გაწმენდა დივერსანტებისა და რუსი თანამზრახველებისგან.

2 აპრილის საღამოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ მთელი კიევის რეგიონი განთავისუფლდა რუსი დამპყრობლებისგან.

უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევის ირგვლივ ყველა ტერიტორია დაიბრუნეს, აცხადებენ, რომ ქალაქებში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს პოულობენ. განთავისუფლებული ქალაქი ბუჩას მერმა თქვა, რომ 300 მცხოვრები დაიღუპა რუსული არმიის ერთთვიანი ოკუპაციის დროს, ხოლო მსხვერპლი ნახეს მასობრივ საფლავში, ზოგი კი, კვლავ ქუჩებში ეგდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics