04:07 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 17:58:48, 765 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა

სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე, 25 თებერვალს ჯერ კიდევ, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, უკრაინაში მთელი რიგი ტერიტორიები უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ამის შემჩერებელი არავინ არ არის. 

"რაც ხდება დღეს უკრაინაში, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ყველასთვის უაღრესად შემაშფოთებელი. 4 ათასზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი არის დანგრეული, განადგურებული. ქალაქები არის მიწასთან გასწორებული და ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ომს, ამ უბედურებას, დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე, 25 თებერვალს ჯერ კიდევ, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის, თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი, ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, თქვენ ხედავთ, რომ არავინ არ არის,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics