04:06 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 23:21:00, 784 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე ნაცმოძრაობაზე - წააგეს არჩევნები და რას აანონსებენ

წააგეს არჩევნები, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან სერიოზული უპირატესობით გაიმარჯვა და აანონსებენ რას, ერთადერთ ანონსად შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ძალმომრეობითი მეთოდები აქვთ ჩანაფიქრში, თორემ არჩევნების გზით ეს ხალხი ვერ იმარჯვებს -  განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
სარჯველაძემ არასერიოზული უწოდა ნაცმოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გაზაფხულისთვის ხელისუფლების შეცვლისა და კოალიციური მთავრობით ჩანაცვლების შესახებ. 
„გახსოვთ ალბათ რიტორიკა, რომლითაც  „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში შემოდიოდა, ამბობდნენ, რომ ეს არჩევნები იქნება ყველაფრის ინდიკატორი, ძალიან მაღლა აწიეს ამ არჩევნების მნიშვნელობის თამასა,  ახლა როდესაც დამარცხდნენ, ამბობენ, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონია და შემდგომი ნაბიჯები იქნება მნიშვნელოვანი. 
წააგეს არჩევნები, „ქართულმა ოცნებამ“ მართლა ძალიან სერიოზული უპირატესობით გაიმარჯვა და აანონსებენ რას, ერთადერთ ანონსად შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ძალმომრეობითი მეთოდები აქვთ ჩანაფიქრში, თორემ არჩევნების გზით ეს ხალხი ვერ იმარჯვებს. 
არ ვიცი, რას აანონსებენ და საზოგადოების მხრიდან რომელ მხარდაჭრაზე საუბრობენ, როდესაც სამართლიანად, მშვიდ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგი არის ისეთი, როგორიც არის“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics