04:08 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 21:10:47, 1009 ნახვა

პოლიტიკა
ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ დონეცკში ჩავიდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში "სამუშაო ვიზიტით" ჩავიდა.

ბიბილოვის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ დაგეგმილია შეხვედრა დონეცკის მარიონეტ ლიდერთან, დენის პუშილინთან. 

"ანატოლი ბიბილოვი ასევე გეგმავს შეხვედრებს მოხალისეებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც უკრაინის დენაციფიკაციის სპეცოპერაციაში მონაწილეობენ". – აღნიშნავენ ბიბილოვის პრესსამსახურში.

30 მარტს ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების რეფერენდუმი, შესაძლოა, მაის-ივნისში ჩატარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics