2022-04-01 17:41:38, 678 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის I მიკრორაიონის ა - ბ კორპუსებთან ეზო წესრიგდება
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. რაიონის მასშტაბით არაერთი ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს.- ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჯერად, დაზიანებული შიდა ეზო მუხიანის I მიკრორაიონის ა და ბ კორპუსების მიმდებარედ წესრიგდება. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 1 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.
„აღნიშნულისთვის, დაახლოებით, 86 933 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),