17:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 10:43:37, 674 ნახვა

მსოფლიო
რუსებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური გაძარცვეს - მოპარულია, ყავის მადუღარა და ჩაიდანი

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დატოვებამდე, რუსმა სამხედროებმა ელექტროსადგურიდან ნივთები მოიპარეს, - კერძოდ, ჩაიდანები, ყავის მადუღარა და კომპიუტერები. - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ევგენ კრამარენკომ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენადაც უკრაინულმა მხარემ იცის, ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არაფერი დატოვეს.

"მათ დაიწყეს ძვირფასი ნივთების ჩალაგება აღჭურვილობაში, მოიპარეს მეტ-ნაკლებად ძვირფასი ნივთები - კომპიუტერები,  ყავის მადუღარა, ქვაბები და რამდენიმე კონტეინერი. ნივთები, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში იყო, მათ მანქანებში ჩატვირთეს და წაიღეს“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კრამარენკომ დასძინა, რომ დამპყრობლებმა ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს სამუშაოს დატოვება აუკრძალეს. 

"თანამშრომლები ძალიან ფრთხილად მოძრაობდნენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, რადგან შიშობდნენ, რომ შესაძლოა რუსებს ასაფეთქებელი მოწყობილობები დაეტოვებინათ." - განაცხადა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics