|
2022-04-01 10:40:04, 666 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია შვეიცარიის ელჩს საქართველოში, ჰაიდი გრაუს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს საქართველოში ჰაიდი გრაუს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას და ელჩს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. „შვეიცარიულ მხარესთან მრავალწლიანი პარტნიორობა და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს, თუმცა მჯერა, რომ ურთიერთობების გაღრმავების დამატებითი პოტენციალი არსებობს როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რეგიონში განვითარებულმა რთულმა მდგომარეობამ, ჩვენი ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. კიდევ უფრო აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, ევროპულ ბაზარზე წვდომის გაუმჯობესების მიმართულებით. საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რაც მეტ ძალისხმევას მოითხოვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის. ამასთან, საქართველო მნიშვნელოვანი რეფორმების ფაზაშია გარემოს დაცვის მიმართულებით - ტყის კოდექსი, ნარჩენების მართვა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, კლიმატის ცვლილებაზე ადაპტაცია და ა.შ., რაც კომპლექსურ ღონისძიებებს და დიდ ფინანსურ რესურს მოითხოვს. გამომდინარე აქედან, ჩვენი მიზნების მისაღწევად, საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ევროპული ქვეყნების, მათ შორის, შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც შეხვედრაზე შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა საქართველოში ჰაიდი გრაუმ აღნიშნა, მიმდინარე წელს, საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეა. ამ წლების განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და შვეიცარიული მხარე მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, განსაკუთრებით გარემოს დაცვის კუთხით მიმდინარე რეფორმების გატარებაში. „საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. უკვე წლებია, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო საქართველოში არაერთ პროექტს წარმატებით ახორციელებს და ხელს უწყობს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, პროფესიული განათლების გაუმჯობესებას. 2021 წელს, ემისიების შემცირების კუთხით გლობალური მიზნების მიღწევის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოსა და შვეიცარიას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს საჭიროებების გათვალისწინებით, შეგვიძლია განვახორციელოთ ახალი პროექტები. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა კლიმატის ცვლილების შერბილების და ნარჩენების მართვის კუთხით. გარემოს დაცვის უზრუნველყოფა, არის ფუნდამენტი, რაც დაეხმარება საქართველოს არაერთი მიმართულებით განვითარებაში“, - აღნიშნა ჰაიდი გრაუმ. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი დანიელ მეული.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)