2022-03-31 20:33:45, 895 ნახვა
სამართალი
8 წლის ბიჭს, რომელსაც ტროტუარზე მანქანა დაეჯახა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა
8 წლის ბიჭს, რომელსაც თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ტროტუარზე ავტომანქანა დაეჯახა, მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
კლინიკის ინფორმაციით, ბავშვზე ოპერაციული ჩარევები ისევ მიმდინარეობს. მენჯ-ბარძაყის ფიქსაცია ჩატარდა, მუცლის ღრუზე ჩატარდა ოპერაციული ჩარევა და ასევე, ახლა უროლოგიური ოპერაცია მიმდინარეობს.
თბილისში, შარტავას ქუჩის ტროტუარზე ავტომანქანა 8 წლის ბავშვს 31 მარტის დილით დაეჯახა. ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,