18:40 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 15:04:38, 681 ნახვა

მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლიდან 12 წლის გოგონა გაიტაცეს - უკრაინის პოლიციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლიდან 12 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე უკრაინის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გემნპროკურატურა ადასტურებს.

გამოძიების ცნობით, ომის დაწყებისას ბავშვი მამასთან ერთად მარიუპოლში იმყოფებოდა. 17 მარტს მათ სახლს ჭურვის დაეცა, რის შედეგადაც მამაკაცი დაიღუპა.

"გოგონა სხვა ადგილობრივებთან ერთად ცდილობდა ევაკუაციას, როდესაც ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა. ამის შემდეგ ბავშვი რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს და ოკუპირებულ დონბასში გადაიყვანეს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობილია, რომ გოგონას გაუჩინარების შესახებ პოლიციას ბაბუამ შეატყობინა, რომელიც ჩერნივცის ოლქში ცხოვრობს.

ამასთან დაკავშირებით, ჩერნივცის საოლქო პროკურატურამ  გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

TSN-ის ცნობით, გატაცებული ბავშვი წყალბურთის უკრაინელი ჩემპიონის, ევგენ ობედინსკის ქალიშვილია. 12 წლის კირას დედა მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ის ჯერ კიდევ ჩვილი იყო.

ამ დროისთვის გოგონა დონეცკის კალინინის სახელობის საავადმყოფოში იმყოფება. ბავშვთან საუბარი ბაბუამ სკაიპის საშუალებით შეძლო.  ბაბუას ეშინია, რომ კირა შეიძლება სხვა ადგილას გადაიყვანონ ან ბავშვთა სახლში გაგზავნონ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics