|
2022-03-31 10:46:30, 667 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლის წარმომადგენელი - აშშ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისთვის ჯერ მზად არ არის
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევს, - „ამერიკის ხმის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, კეიტ ბედინგფილდმა განაცხადა. „როდესაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წყვეტს, კონკრეტულად რა დახმარება გაუგზავნოს უკრაინას, ის ითვალისწინებს ორ რამეს. პირელი ეს არის სამხედროების შეფასება, არის თუ არა ეს ყველაზე ეფექტური და სასარგებლო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, - განაცხადა მან. ამასთანავე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაასახელა მეორე ფაქტორიც და აღნიშნა, რომ ბაიდენი „არ ესწრაფვის პირდაპირ კონფლიქტს ამერიკის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის“. როგორც ბედინგფილდმა ხაზგასმით აღნიშნა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებს. „ის არ მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ კონფლიქტამდე მიგვიყვანს აშშ-სა და რუს სამხედროებს შორის“, - დასძინა მან. ამასთანავე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა და მასშტაბები უპრეცედენტოა“. „ჩვენ უკრაინასთან მიმდინარე დისკუსიების პროცესსი ვართ და ვეძებთ იმ გზებს, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, თუმცა არ არსებობს კონკრეტული დეტალები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელზეც ამ მომენტში ვისაუბრებთ“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)