|
2022-03-30 20:43:09, 388 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - მოცემული ტექსტი სიტყვა-სიტყვით არის გადმოტანილი ვიკიპედიიდან და წარმოადგენს "მეხუთე კოლონის" განმარტებას, ხალხი არასდროს ცდება
ჩემი წინა პოსტის კომენტარებში პასუხების აბსოლუტური უმრავლესობა არის - ნაციონალური მოძრაობა, ომის პარტია და ა. შ. - ამის შესახებ „ქრთული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძე ვიკიპედიიდან მეხუთე კოლონის განმარტებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ხალხი არასდროს ცდება. „ჩემი წინა პოსტის კომენტარებში პასუხების აბსოლუტური უმრავლესობა არის - ნაციონალური მოძრაობა, ომის პარტია და ა. შ. მოცემული ტექსტი სიტყვა-სიტყვით არის გადმოტანილი ვიკიპედიიდან და წარმოადგენს "მეხუთე კოლონის" განმარტებას! ხალხი არასდროს ცდება!..“ - წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე. მამუკა მდინარაძემ წინა ფეისბუქ პოსტში დასვა კითხვა - დაეხასიათებინათ, „ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ან ხალხის რაიმე გაერთიანებას უთხრის ძირს მტრის, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. „ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ან ხალხის რაიმე გაერთიანებას უთხრის ძირს მტრის, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. მისი მოქმედება შეიძლება იყოს ღია ან ფარული. მისი წევრები შეიძლება ფარულად, საიდუმლოდ მოემზადონ და ღიად გაერთიანდნენ კრიტიკულ მომენტში, მოწინააღმდეგის სამხედრო შეტევისას ან მისი სხვა, რაიმე აქტიური ქმედებისას. მათი ფარული მოქმედებები შეიძლება გამოიხატოს საბოტაჟის აქტებში, დეზინფორმაციის გავრცელებაში, შპიონაჟში და ა.შ. ის შეიძლება მოქმედებდეს მოწინააღმდეგესთან კოორდინირებულად, იმართებოდეს მის მიერ, მაგრამ შეიძლება მოქმედებდეს დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისამებრ ირჩევდეს სამიზნეს, თავდასხმის ფორმას და დროს. მისი წევრები შეიძლება იყვნენ, როგორც აშკარად, შეგნებით, სრულიად გაცნობიერებული მიზნების და მოტივაციის მქონე პირები, ასევე პირები, რომლებიც განსხვავებულ შეხედულებათა გამო, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ პროტესტის გამო, მისი, როგორც პიროვნების მარგინალიზაციის და სხვა მიზეზთა გამო, შეუგნებლად მოქმედებს მოწინააღმდეგის სასარგებლოდ.
ის არ არის მოწინააღმდეგის ჯაშუშური ქსელი, თუმცა შეიძლება იმართებოდეს და ხალისდებოდეს მის მიერ.
მისი მოქმედება განსაკუთრებით თავს იჩენს და დამანგრეველი ხდება სამხედრო მოქმედებების დროს. თქვენი აზრით, ვისი დახასიათებაა ან ვისზეა საუბარი?“ - წერდა მამუკა მდინარაძე.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)