|
2022-03-30 16:28:02, 579 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - თბილისის ქუჩები ტექნიკური მარილისგან უახლოეს დღეებში გაიწმინდება
დიდთოვლობის გამო დაყრილი ტექნიკური მარილისგან თბილისის ქუჩები უახლოეს დღეებში გაიწმინდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ქალაქში რამდენიმედღიანი გადაუღებელი თოვის შედეგად შექმნილ გამოწვევებს თბილისის მერია გაუმკლავდა. „მარტის თვეში თბილისში ასეთი უხვი ნალექი არასდროს მოსულა. ამან გარკვეული პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით, წყნეთის, კოჯრის, მიმდებარე ქუჩების, ჩიხებისა და შესახვევების შემთხვევაში, თუმცა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ცენტრალური გზები გაწმენდილიყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი შეუფერხებლად გადაადგილებულიყო. გარკვეულ ადგილებში იყო შეფერხებები, რაც ხუთი დღის განმავლობაში გადაუღებელმა თოვამ გამოიწვია. ამ პერიოდში გზებზე იყრებოდა ტექნიკური მარილი. მინდა დავავალო ანდრია ბასილაიას და დავით ფაჩულიას, რომ დავიწყოთ ქუჩების ტექნიკური მარილისგან გასუფთავება“, - განაცხადა კახა კალაძემ. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა დავით ფაჩულიამ აღნიშნა, რომ თბილისში დარჩენილია ადგილები, რომლებიც ყინულის საფარისგან გასაწმენდია. „მეორადი ქუჩები და ჩიხები კვლავ პრობლემურია, რადგან ღამით ყინვაა. ყინულის საფარის გამო გზა ბოლომდე ვერ იწმინდება. სპეციალური ტექნიკაა საჭირო მის გასაწმენდად. ხუთი დღის განმავლობაში, დაახლოებით, 6 000 ტონა მარილი დაიყარა. ამას დაემატა ქვიშაც, რომლისგანაც სრულად გაიწმინდება თბილისის ქუჩები. ამის შესაძლებლობას უკვე ამინდიც იძლევა“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)