|
2022-03-29 12:00:10, 640 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - თბილისის საჯარო ბაღებში უკრაინელი ბავშვების მიღება მიმდინარეობს
დედაქალაქის საჯარო ბაღებში საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვების მიღება დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ N69 საბავშვო მომხდარი ისტორიის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსულმა აგრესიამ ძველი მეზობლები ერთმანეთს კვლავ შეახვედრა. „ომი არის დიდი უბედურება. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და ვიცით რას ნიშნავს. მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია. როგორც იცით, თბილისის მუნიციპალურ ბაღებში დავიწყეთ უკრაინელი პატარების მიღება, სადაც მათ ექნებათ უფასო მომსახურება. ასე აღმოჩნდა თბილისის 69-ე ბაღში უკრაინის მოქალაქე ტამარა კოზერენკოს გოგონა, რომლის პედაგოგიც არის ქალბატონი ხათუნა ბერიძე. ამ ამბავში უცნაური არაფერია, გარდა ერთი რამისა - ორივე ქალბატონი ოდესღაც აფხაზეთში ცხოვრობდა, ისინი მეზობლები იყვნენ და ერთად იზრდებოდნენ. ომმა და წლებმა მეზობლები ერთმანეთს დააშორა, თუმცა, დღეს რუსულმა აგრესიამ ისინი ისევ შეახვედრა ერთმანეთს. მჯერა, ომი მალე დასრულდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარ სახლებს მშვიდობიანად დაუბრუნდნენ. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ბელიაშვილის ქუჩა N5-ში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ტვირთების შეგროვებისა და გაგზავნის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მან რიგით მოქალაქეებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პროცესში ჩართულობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „იცით, რომ დავიწყეთ ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი მორიგი ტვირთის გაგზავნა უკრაინაში. ბელიაშვილის N5-ში გვაქვს ლოგისტიკური ცენტრი, სადაც ამ ტვირთების შეგროვება ხდება. მასში ჩართულები არიან რიგითი ადამიანები, ბიზნესსექტორი. მინდა, მათ გულწრფელი მადლობა გადავუხადო. არიან ადამიანები, ვინც საკუთარ თავს, ოჯახს აკლებენ და გარკვეული პროდუქტი, ტანსაცმელი ამ საწყობში მოაქვთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)