21:00 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 14:52:59, 853 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი მოკლული ვიპოვეთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზოგიერთი ქალაქის მერი, რომლებიც ოკუპანტებმა გაიტაცეს, მოკლულები არიან. ამის შესახებ ზელენსკიმ The economist-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.

„ისინი იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს. ზოგიერთი მათგანი მათ მოკლეს, ზოგიერთს ვერ ვპოულობთ, ზოგიც ვიპოვეთ და ისინი მოკლულები არიან", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

ამასთანავე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე ქალაქის მერი ოკუპანტებმა ჩაანაცვლეს. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ რუსული ჯარი იყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იგივე მეთოდებს, რომლებიც 2014 წელს დონბასში გამოიყენეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics