|
2022-03-28 13:06:01, 659 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა
უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე 1 თვე გავიდა. რისი თქმა შეგვიძლია საქართველოს მაკროეკონომიკური პროგნოზების შესახებ კვირის განმავლობაში დამატებით ინფორმაციაზე დაყრდნობით? საერთაშორისო დონეზე, ეკონომიკური კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარება რუბლის შედარებითი სიძლიერეა. ძირითადად იმ მიზეზების გამო, რაც "თიბისი კაპიტალის" 7 მარტის განახლებაშია აღწერილი. ამასთან, როგორც ჩანს, რუსეთიდან ენერგომატარებლების რუბლში ანაზღაურების ალბათობის გარკვეული მატებაც ასევე რელევანტურია. საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, თიბისი კაპიტალის 25 მარტის „აღდგენის დინამიკის" ინდიკატორები ეკონომიკის შედარებით მდგრადობაზე მიუთითებს. ამავდროულად, თებერვლის საქონლით ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლების მიხედვით იკვეთება, რომ ექსპორტის ფასების ზრდა ნავთობისა და იმპორტის სხვა კატეგორიების გაძვირებას მნიშვნელოვნად აბალანსებს. ამდენად სავარაუდოა, რომ სამომავლოდ საგარეო ვაჭრობის შედარებითი ფასის მკვეთრი გაუარესება არ მოხდება. თავისთავად, ეს მნიშვნელოვანია, როგორც ზრდის, ასევე ლარის კურსისათვის, რომელიც, "თიბისი კაპიტალის" მოლოდინების შესაბამისად, კვირის ბოლოს მცირედით გამყარდა. "თიბისი კაპიტალი" აჯამებს არსებულ ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზის განახლებისათვის, რაც ამავე კვირაში მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლისათვის საბაზო სცენარი 3.5-4.0%-იან ზრდასთან კიდევ უფრო ახლოს არის, ვიდრე ეკონომიკის 1.5%-ით შემცირებასა ან 0.5%-ით მატების მოლოდინთან. "თიბისის მთავარი" ეკონომისტის 28 მარტის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)