21:55 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-26 13:30:19, 1477 ნახვა

მსოფლიო
„ნოვაია გაზეტა“ - რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად ტერიროსტულ გაერთიანება „ჰეზბოლას“ 800 მებრძოლს აგზავნის

ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ მზადაა რუსეთის ფედერაციის მხარეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიიღოს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ოპოზიციური გაზეთი, „ნოვაია გაზეტა“ წერს.

გაზეთი წერს, რომ აღნიშნულ საკითხზე „ვაგნერს“ წარმომადგენელ ალექსანდრ კუზანეცოვთან მოლაპარაკებები გაიმართა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში საბრძოლველად „ჰეზბოლას“ 800 მებრძოლს გაგზავნიდნენ და მათ უკრაინელების მკვლელობისთვის თვეში 1 500 დოლარის გადახდას დაჰპირდნენ. 

„ნოვაია გაზეტა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ „ჰეზბოლას“ მებრძოლების უკრაინაში გაგზავნის პირველი ეტაპი 29 მარტს იგეგმება. 

ცნობისთვის, „ჰეზბოლა“ ლიბანელ შიიტთა დაჯგუფებაა, რომელიც 1985 წელს დაარსდა. ისრაელი, აშშ და კანადა „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics