2022-03-26 13:15:34, 907 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - ჩვენ რომ ვინმემ მოგვაკითხოს, არ ვიბრძოლებთ?! უკრაინაში იბრძვიან იმისთვის, რომ მტერი შეუვარდათ
ბოდბის ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების სამოალაქო პანაშვიდზე მივიდა.
მეუფე იაკობმა მედიასთან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველმა სამხედროებმა თავი შესწირეს უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის ბრძოლას.
„მათ აირჩიეს გზა, რომელიც სამართლიან გზად მიაჩნდათ და თავი შესწირეს უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის ბრძოლას. უკრაინელები იბრძვიან, ახლა ჩვენ რომ მოგვაკითხოს ვინმემ, ჩვენ რა, არ ვიბრძოლებთ? მეც ვიბრძოლებ. უკრაინაში პირველ რიგში იბრძვიან იმისთვის, რომ მტერი შეუვარდათ. “, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,