06:41 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 18:46:53, 912 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ასევე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს საზღვაო შენაერთებისა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორცილებული საპორტო ვიზიტების მნიშვნელობაზე.

მარკ კლეიტონმა ვახტანგ გომელაურს გააცნო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ახალი პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც ელჩმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics