00:10 - 05 Jul, 2026
|
2022-03-24 17:28:44, 635 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი განადგურების მცდელობიდან ერთი თვე გავიდა, ეგონათ, შეგვეშინდებოდა და არ ვიბრძოლებდით, თუმცა ისინი შეცდნენ
„ჩვენი წინააღმდეგობის ერთი თვე გავიდა. ეგონათ, უკრაინელებს შეეშინდებოდათ და არ იბრძოლებდნენ. ისე, ისინი შეცდნენ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს. მისივე თქმით, რუსული სამხედრო ძალების თავდაპირველი გეგმა შეჭრის პირველ დღეებში ჩაიშალა. „ჩვენი წინააღმდეგობის ერთი თვე გავიდა, უკრაინელი ერის, უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობა რუსეთში უმოწყალო შეჭრაზე. ჩვენი განადგურებისა და მიწასთან გასწორების მცდელობიდან ერთი თვე გავიდა. რუსული სამხედრო ძალების თავდაპირველი გეგმა შეჭრის პირველ დღეებში ჩაიშალა. ეგონათ, უკრაინელებს შეეშინდებოდათ. მათ სჯეროდათ, რომ უკრაინელები არ იბრძოლებდნენ. ისე, ისინი შეცდნენ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუკ“-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)