|
2022-03-23 10:56:47, 2463 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 553 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 030 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 523 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 817 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 644 112-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.45%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 604 595-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 681 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 817 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 374 შემთხვევა, აჭარა - 39, იმერეთი - 105, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 44, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 81, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 810 საიდანაც, 738 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 387, აჭარაში - 53, იმერეთში - 152. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 205 პირი, მათ შორის, თბილისში - 118, აჭარაში - 27, იმერეთში - 33. 22 072 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)