01:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-22 23:13:51, 1384 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ აბესაძე - არმატურის და რკინის ფასი გაიზარდა 20% - ით, ტრანსპორტირება 30% - ით

რუსული და უკრაინული არმატურა ბაზარზე აღარ არსებობს, ნედლეულის ადგილობრივი ფასი გაიზარდა 20% - ით, ტრანსპორტირება 30% - ით და დღეს ქართული არმატურის ფასი აჭარბებს 1 325 დოლარს, რომლის ფასიც მომდევნო 6 თვის ექსტრაპოლაციაში გაიზრდება საშუალოდ 20% - ით.  -  ამის შესახებ, ოთარ აბესაძე, ეკონომიკის დოქტორი. ასოცირებული პროფესორი აცხადებს.
"რუსეთ-უკრაინის ომამდე ქართული ბაზარი შედგებოდა უკრაინული, რუსული და ქართული წარმოების (ჩინური, ინდური და თურქული ნედლეულით დამზადებული) არმატურისგან. 
 რუსული და უკრაინული არმატურა ბაზარზე აღარ არსებობს, ნედლეულის ადგილობრივი ფასი გაიზარდა 20% - ით, ტრანსპორტირება 30% - ით და დღეს ქართული არმატურის ფასი აჭარბებს 1 325 დოლარს, რომლის ფასიც მომდევნო 6 თვის ექსტრაპოლაციაში გაიზრდება საშუალოდ 20% - ით. 
მიმდინარე ინფლაციის, ტურბულენტური ვალუტის კურსის და საწვავზე ფასის ზრდის გამო მომდევნო 6 თვეში გაიზრდება:  ბეტონის დამზადების და მიტანის ხარჯი 20% - ით. სამშენებლო სამუშაოების წარმოების ხარჯი 30% - ით. სამშენებლო მასალების ფასი 30% - ით. აღნიშნული საქონლისა და მომსახურების ზრდის ტემპების კორელაციის შედეგად 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების ფასი გაიზრდება საშუალოდ 50% - ით. 
 დღევანდელი მოცემულობით მიმდინარე მშენებლობებზე 1კვ. მეტრი უძრავი ქონების ფასი შეადგენს საშუალოდ 800 დოლარს. უახლოეს 6-8 თვეში 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების ფასი გადააჭარბებს 1 300 დოლარს." - აცხადებს ოთარ აბესაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics