|
2022-03-22 11:27:03, 2014 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირურის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ მიმდინარე კვირაში შემოვა
საქართველოში, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ შემოდის. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი. „ამ მედიკამენტს მაღალი რისკის ქვეშ მყოფი, თუ თანმდევი დაავადებების მქონე პაციენტები მას უფასოდ მიიღებენ - ისინი, „პაქსლოვიდით“, ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში იმკურნალებენ“ , - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. აღსანიშნავია, რომ „პაქსლოვიდი“ Pfizer-ის წარმოეებისაა და 90%-იანი დაცულობა გააჩნია. ზურაბ აზარაშვილმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ახალ პარტიაზეც ისაუბრა. „ახალი ვაქცინა, საქართველოში, მომდევნო კვირაში შემოვა“, -აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ზურაბ აზარაშვილის თქმით, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი პანდემიის დასრულების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება, ისევე როგორც ვაქცინაციის პროცესი, რომლის წასახალისებლადაც კვლავ გაგრძელდება ერთჯერადი დანამატების გაცემა - პირველი აცრის შემთხვევაში 200 ლარის, „ბუსტერ“ დოზის შემთხვევაში კი 100 ლარის ოდენობით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)