|
2022-03-22 10:44:04, 677 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალები - ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ. ანალოგიური ვითარებაა საწვავთან დაკავშირებით, რომლის შევსება ტანკერების ტრანსპორტირებით ხორციელდება. განცხადებაში აღნიშნულია, გასული დღის განმავლობაში განადგურდა მტრის 9-ზე მეტი საჰაერო სამიზნე - 1 თვითმფრინავი, 6 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ვერტმფრენი. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის ავიაციის უფრო აქტიური მოქმედებები აღინიშნა. "სუმის ოლქის ახტირკის რაიონში რუსი სამხედროების დაუმორჩილებლობის ფაქტები დაფიქსირდა. გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე მტერი წინსვლას წარუმატებლად ცდილობს. "უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 13 შეტევა მოიგერიეს. გაანადგურეს რუსული ძალების 14 ტანკი, 8 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 2 ჯავშანმანქანა, 3 საარტილერიო სისტემა და 4 მანქანა. მტრის დანაკარგს 300 ადამიანი შეადგენს." - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)