12:27 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 15:15:03, 872 ნახვა

საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მოსავლის შენახვას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეძლებენ

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად კიდევ ერთი პროგრამა განხორციელდება.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“  სახელმწიფო პროგრამის პირობებით, სოფლის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს  შემნახველი და სამაცივრო  ინფრასტრუქტურის თანადაფინანსებას, რომელიც  გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ბოსტნეულისა და კარტოფილის შესანახად.  500 ტონა  ტევადობის  შემნახველი საწარმოს  თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს, მისი  ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-ს და არაუმეტეს 450,000 ლარს.

პროგრამით დადგენილი პირობით, პოტენციური ბენეფიციარის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს,  თითოეული მეპაიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არანაკლებ 0.1 ჰა-ს, ხოლო პოტენციური ბენეფიციარის ან/და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი არანაკლებ 20 ჰექტარს უნდა შეადგენდეს.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics