12:27 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 14:44:38, 711 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია - სახელმწიფო ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს; ერთი, ეს არის ერთწლოვანი კულტურების მოყვანის დაფინანსება - მიმდინარე წელს, სახელმწიფო  ერთწლოვანი კულტურების მოყვანის დაფინანსებას განახორციელებს და მეორე - ახალი პროექტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის; პროექტის ფარგლებში, კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის თანამედროვე სტანდარტით შენახვის და, შესაბამისად, რეალიზაციის ხელშეწყობისთვის, შემნახველი საწარმოების ინფრასტრუქტურის შექმნის შემთხვევაში, კოოპერატივებს გაწეული დანახარჯის 80% დაუფინანსდებათ.

„ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან მხარდამჭერ პროგრამებს, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლის განვითარების ხელშეწყობისთვის, როგორიც არის მრავალწლოვანი კულტურების ბაღების გაშენება, ტექნიკის მიმართულებით მხარდაჭერა, შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების შექმნა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ა.შ., რაც, საბოლოო ჯამში, აისახება იმაში, რომ, დაახლოებით, 4.5 მილიარდი ლარის ინვესტირება არის სექტორში განხორციელებული ამ პროექტების შედეგად, რომლის დიდი ნაწილი მოდის კერძო ინვესტიციებზე, რაც მნიშვნელოვანია დარგის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics