|
2022-03-18 20:24:12, 755 ნახვა
მსოფლიო
HRW - ხარკოვში, ომის პირველ 11 დღეში, 450-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა, რის გამოც დამნაშავეები პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი
უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, რუსეთის საჰაერო თავდასხმებისა და დასახლებული უბნების საარტილერიო დაბომბვის შედეგად, ხარკოვში, 450-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა ომის პირველ 11 დღეში. ამის შესახებ ინფორმაცია 18 მარტს, Human Rights Watch-მა გაავრცელა. ორგანიზაციის ცნობით, თავდასხმებმა დააზიანა სამოქალაქო შენობები, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სალოცავი ადგილები და მაღაზიები, რამაც ხელი შეუშალა საკვებსა და მედიკამენტებზე წვდომას. რუსმა ოკუპანტებმა, ასევე დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურაც, რის გამოც მშვიდობიანი მოსახლეობამ დაკარგა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისებზე წვდომა, როგორიცაა ელექტროენერგია, გათბობა და წყალი. Human Rights Watch-მა დაადგინა, ხარკოვის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, რუსული ძალების მიერ კასეტური საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი იარაღის გამოყენების შემთხვევა, აშკარა განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმებისას. მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში განურჩეველი დაბომბვა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და შეიძლება მიჩნეულიყოს, როგორც ომის დანაშაული. „ხარკოვში რუსულმა სამხედრო ძალებმა აჩვენეს უგულებელყოფა სამოქალაქო პირების მიმართ დასახლებულ პუნქტებში განმეორებითი აშკარა განურჩეველი თავდასხმების შედეგად. რუსეთის არმიამ შეიძლება დაიჯეროს, რომ მათ შეუძლიათ უგულებელყოს ომის კანონები ხარკოვზე თავდასხმისას, მაგრამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს აქვს იურისდიქცია ხარკოვში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე. შედეგად კი, პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი“, - ამის შესახებ განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)