|
2022-03-17 23:23:21, 1016 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ანგარიშის წარდგენამდე, ვახტანგ გომელაურმა 12 მარტს, რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. „საქართველოს მთავრობა პოლიტიკურად ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს უკრაინას, ამასთანავე, საქართველოდან შეუფერხებლად იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნეს მართლწესრიგი და უსაფრთხოება, ასევე, ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ,,შინაგან საქმეთა მინისტრმა გასული წლის საქმიანობის მიმოხილვისას ხაზი გაუსვა, რომ 2021 წელს, უწყების ეფექტიანი მუშაობის შედეგად, წინა წელთან შედარებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 35.5%-დან გააუმჯობესდა 49.8%-მდე, ასევე, გაგრძელდა მძიმე და სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კლების ტენდენცია. ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროში 2021 წელს, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, განხორციელდა ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება, გარემონტდა და კეთილმოეწყო 20 შენობა. მინისტრის თქმით, 2022 წელსაც აქტიურად გაგრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმები, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება. ანგარიშის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს საზოგადოებრივი წესრიგისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით დაუღალავი შრომისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)