10:35 - 10 May, 2026
|
2022-03-17 21:45:33, 687 ნახვა
მსოფლიო
კიევის სვიატოშინსკის რაიონში, რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
კიევის სვიატოშინსკის რაიონში, რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური „ტელეგრამის არხზე“ იტყობინება . გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვების აფეთქების შედეგად, ორ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. „17:04 საათზე, ხანძარი ლოკალიზებულ იქნა, თუმცა სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა“, - ნათქვამია ანგარიშში. ამასთან ერთად, აღნიშნულია, რომ მიმდებარედ 5000 კვ.მ ფართობზე გაჩნდა ხანძარიც, რომლის ლიკვიდაციაც ამ დროისთვის, გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)