09:49 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 15:17:11, 507 ნახვა

მსოფლიო
ვახტანგ მაისურაძე კომპანია „სვიფლენდ გრუპის“ წარმომადგენლებს შეხვდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ მაისურაძე საინვესტიციო კომპანიის -„სვიფ ლენდ გრუპის“ #SWEFLANDGROUP  არქიტექტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს  ელენე ლიპირიდის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს  ირმა ელბაქიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ახალი საინვესტიციო პროექტი განიხილეს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის ტერიტორიაზე ხორციელდება და  ნოვატორულ - ეკოლოგიური კონცეფციის მქონე კომპლექსს წარმოადგენს.  აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყობა  ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილობრივი  ბაზარზე გატანას, ინფრასტრუქტურისა და ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას.

„შეხვედრაზე  პროექტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ, რომელიც არა მარტო სოფელ წინარეხის, არამედ მთლიანად კასპის მუნიციპალიტეტის ინტერესებთან იქნება თანხვედრაში. ,,ჩვენ მივესალმებით ყველა ისეთ პროექტს თუ წამოწყებას, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს, ეს იქნება ინფრასტრუქტურის თუ დასაქმების კუთხით. მზად ვართ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში,  ვითანამშრომლოთ და მხარი დავუჭიროთ მსგავს ინიციატივებს.“ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics